1. პროექტის სახელწოდება:“მეცნიერულ–ტექნიკური რევოლუცია და მისი გლობალური შედეგები“
2. პროექტის მოკლე აღწერა: მეცნიერულ–ტექნიკური პროგრესის თავისებურების შესწავლა, გააზრება და პრობლემის გადაჭრის გზების ძიება.
3. პროექტის სრული აღწერა:მოსწავლეები თავიანთი და მოძიებული ინფორმაციის საშუალებით შეისწავლიან თანამედროვე ტექნიკის აუცილებლობას, მის სრულყოფას, გაუმჯობესებას და შედეგებს. ინტერნეტის საშუალებით მოიძიებენ საჭირო სურათებს, გააკეთებენ ჩანახატებს სახელწოდებით „ ბრძოლა სიცოცხლის გადასარჩენად“; მოიპოვებენ ინფორმაციას თუ რა შეუძლია მოუტანოს მეცნიერულ– ტექნიკურმა პროგრესმა საზოგადოებას, რატომ გამწვავდა ეკოლოგიური და დემოგრაფიული პრობლემები,როგორ შეიძლება შექმნილი პრობლემიდან თავის დაღწევა. დაამუშავებენ და გამოაქვეყნებენ სკოლის კედლის გაზეთში, მოახდენენ პროექტის პრეზენტაციას სკოლაში, განათავსებენ თავიანთ პროექტს ინტერნეტში.
4. მონაწილეთა ასაკი: მე–10–ე კლასიდან მე–12–ე კლასის ჩათვლით.
5. ვადები, ხანგრძლივობა:1 თვე
6. პროექტის შესაძლო აქტივობები:თანამშრომლობა, ორგანიზება, კვლევა, ძიება, დისკუსიის გამართვა მოძიებულ ინფორმაციაზე. გაზეთის გამოშვება. ნამუშევრის განთავსება ბლოგზე.
7. მოსალოდნელი შედეგები:მოსწავლეები გაიგებენ რას ნიშნავს გლობალური პრობლემა, თუ რატომ შეცვალა მეცნიერულ–ტექნიკურმა პროგრესმა მსოფლიო, ადამიანის ადგილი, ცხოვრების წესი და მსოფლმხედველობა.

8. სარგებელი სხვებისათვის: საზოგადოება გაეცნობა და დაინტერესდება თანამედროვე ტექნიკის დადებით და უარყოფით შედეგებზე. გაუჩნდებათ სურვილი შესაძლებლობის ფარგლებში, რასაც განსაზღვრავს ადამიანის გონება და ზნეობრივი მრწამსი დაიცვან საკუთარი თავი და ქვეყანა მოსალოდნელი შედეგებისაგან.
9. სამუშაო ენა: ქართული.
10. საგნებთან:/საგნობრივ ჯგუფებთან/ ეროვნულ სასწავლო გეგმასთან კავშირი:ამ პროექტის განხორციელებით მოსწავლეები გაიუმჯობესებენ უნარებს შემდეგ საგნებში:ისტორია–შეისწავლიან ტექნიკური პროგრესის ისტორიას, კერძოდ–შრომის საზოგადოებრივი დანაწილების პროცესს, მსხვილი ინდუსტრიის წარმოშობას, მეცნიერულ–ტექნიკურ რევოლუციას.გეოგრაფია– მოსახლეობა. კერძოდ მოსახლეობის მატება და ექსპანსიის ზრდა. ბუნება– ბუნებრივი რესურსების მოპოვება,მისი ეფექტიანად და რაციონალურად გამოყენება. სამოქალაქო განათლება– პრობლემის გადაჭრის გზების ძიება და მეტ–ნაკლებად მოგვარება.ისწავლიან ინფორმაციის მოძიებას, დალაგებას და საზოგადოებისათვის წარდგენას.ბუნებისადმი პატივისცემას, ტექნოლოგიების გამოყენებას,ინტერნეტში მასალების განთავსებას.
11. მონაწილეები სხვა სკოლებიდან:
12. პროექტის ფასილიტატორის სახელი:ოსეფაიშვილი ნინო
13. პროექტის ფასილიტატორის ელ-ფოსტა:ninomate@gmail.com
14. პროექტის ფორუმი:
15. პროექტის ვებ-გვერდი:

No comments:
Post a Comment